შემოგვიერთდით

მამაკაცი-მორიელი: რას ელოდებით მისგან

თუ თქვენ მორიელი მამაკაცისგან მხოლოდ რომანი გინდათ, ეს დიდ შრომას არ მოითხოვს. ამის მისაღწევად მარტივი ტექნიკის გამოყენება მოგიწევთ. პირველ რიგში კარგად უნდა გამოიყურებოდეთ, არც ერთი წუთით დაკარგოთ თავშეკავება, გათვალეთ თითოეული თქვენი ნაბიჯი. იყავით მხიარული და, რა თქმა უნდა, სექსუალური.
თუ თქვენი მიზანია ცხოვრება დაუკავშიროთ მორიელს, არასაკმარისია მხოლოდ თქვენი გარე ''ფასადი''. ამან შეიძლება ის დროებით მოიზიდოს, მაგრამ თქვენ ხომ დიდი გეგმები გაქვთ.
უპირველეს ყოვლისა გაიგეთ რა აინტერესებს ყველაზე მეტად და არ უნდა ეცადოთ, რაც შეიძლება მაქსიმალურად შეისწავლოთ მისი ინტერესები. როდესაც საუბარს დაიწყებს ამ თემაზე თქვენ რაიმე დეტალი გაიხსენეთ. იმისთვის, რათა თქვენი რჩეული დააინტერესოთ, უნდა იყოთ თბილი, ქალური, ნაზი, მგრძნობიარე და ყურადღებიანი.



მამაკაცი მორიელი თქვენთვის არის შექმნილი თუ...
-თვლით, რომ ცხოვრება ეს ჯუნგლებია, საიდნააც ცოცხლები მხოლოდ ყველაზე ძლიერები გამოდიან.
-თქვენ მოწყენილი იყავით ყოფილ პარტნიორთან.
-სიამოვნებით უყურებთ საშინელებათა ფილმებს.
-სიყვარული თქვენთვის-ტოტალური ომია, ხოლო საწოლი-ბრძოლის ველი და ამასთან ერთად ადვილი გამარჯვება მოგბეზრდათ.
-დარწმუნებული ხართ, რომ სიყვარული და სიძულვილი ერთი მედლის ორი მხარეა.
-გგონიათ, რომ ღამე, დღეზე მშვენიერი შეიძლება იყოს.


თავი აარიდეთ მასთან ურთიერთობის დაწყებას თუ...
-ფიქრობთ, რომ სექსი-მხოლოდ სპორტის ეგზოტიკური სახეობაა და კვირაში ორჯერ ვარჯიში თქვენთვის სრულიად საკმარისია.
-ზომიერება თქვენთვის მნიშვნელოვანია.
-უსიამოვნებები იწვევს თქვენს თავის და მუცლის ტკივილს.
-გეშინიათ ბოროტი სულების.
-თქვენი ოცნებაა, ზღაპრულ პრინცთან შეხვედრა.
-ოცნებობთ წყნარ ცხოვრებაზე.
-ცუდი ფსიქოლოგი ხართ.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 858
    7
    10-10-2017, 14:38
    ავტორი: ნიკა
    დღის ჰოროსკოპი
    ასევე ნახეთ...