შემოგვიერთდით

ამიერიდან მორიელებს წინ ერთერთი, ყველაზე წარმატებული პერიოდი ელით, თუმცა არც სხვებს დასწყდებათ გული

ათი ოქტომბრიდან დიდი სიხარულის, იღბლისა და წარმატების მომტანი პლანეტა იუპიტერი სასწორის შემდეგ ამჯერად უკვე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში ინაცვლებს. რაც იმას ნიშნავს, რომ მორიელის ნიშნით დაბადებულებისთვის ერთწლიანი, საკმაოდ ნაყოფიერი და აქტიური პერიოდი იწყება.
იუპიტერს მორიელში თავად მორიელებისთვის პირველ რიგში ფინანსური და ეკონომიკური წარმატების შანსები მოაქვს. ამას გარდა ეს პერიოდი დადებითად აისახება უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე - იქნება ეს ყიდვა-გაყიდვა, რემონტი, საცხოვრებლის ცვლა თუ სხვა რამ.არანაკლებ კარგი პერიოდი ეწყებათ ასევე კირჩხიბის და თევზების ნიშნით დაბადებულებს. ამ მხრივ კირჩხიბებისთვის განსაკუთრებით დადებითი იქნება პერიოდი რომელიც მომავალი 2018 წლის მარტის მეორე ნახევრიდან შევა ძალაში.

თევზებისთვის კი უკვე წლის ბოლოდან იქნება შესამჩნევი გაუმჯობესება. რაც შეეხება სხვა ზოდიაქოს ნიშნებს - ლომის, მერწყულის და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბდებულებისთვის უახლოესი ერთი წლის მანძილზე ასევე იქნება შანსები ფინანსური თუ ქონებრივი გაუმჯობესების, ოღონდ გარკვეული კომპრომისების და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთების ხარჯზე. მარტივად რომ ვთქვათ ამ ადამიანებისთვის იოლად არაფერი მოვა და თითეულ მათგანს დასჭირდება კარგად გათვალოს ხარჯები, ნაკლებად აიღოს საკუთარ თავზე ზედმეტი ფინანსური ვალდებულებები და დიდი დაკვირვებით მეოკიდოს ზოგადად საბანკო -ფინანსურ თემატიკას.

იუპიტერის გადასვლა მორიელის ნიშანში წარმატებას უქადის ყველა იმ ადამიანს ვისი პროფესიაც დაკავშირებულია სადაზღვევო ან საბანკო სფეროსთან. მედიცინასთან (განსაკუთრებით ფსიქოლოგია-ქირურგია-გინეკოლოგია-ფარმაცევტიკა), უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთა, იურისპუდენციასთან (განსაკუთრებით ადვოკატურა), სამხედრო საქმესთან და კრიმინალისტიკასთან. კარგი პერიოდია მსხვილი ინვესტირებისთვის, ასევე სადავო უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების წინ წამოსაწევად.

მომდევნო სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ ასიახება იუპიტერის ტრანზიტი მორიელში ზოდიაქოს
სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანების ცხოვრებაზე.
წყარო: astrologi.ambebi.ge
  • 5494
    loading...
    11-10-2017, 00:06
    ავტორი: aTTiLa
    დღის ჰოროსკოპი
    ასევე ნახეთ...