შემოგვიერთდით

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საქმეების შესრულებას. სამსახურში შეიძლება ორი რამის გამო დარჩეთ გვანობამდე: რომანი კოლეგასთან ან მეტი ფულის გამომუშავების სურვილი.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. შეიძლება შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდეთ. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად რომანტიკული და უპრეტენზიო უნდა იყოთ.

ტყუპი
საქმიან და სასიყვარულო პარტნიორთან მოერიდეთ უსიამოვნებას, განსაკუთრებით, ფულის გამო. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა მგზავრობისთვის, საჩუქრების შესაძენად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა შვილებთან და ახლო ნათესავებთან. მეტი დრო დაუთმეთ სახლის კეთილმოწყობას.

ლომი
გსურთ ყველას ასიამოვნოთ და საჩუქრებით აავსოთ. რის გამოც მოიმატებს გაუთვალისწინებელი ხარჯი. მეტი დრო დაუთმეთ საშინაო საქმეებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
ნუ ხართ გაღიზიანებული და ზედმეტად თვითდაჯერებული. დღეს საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა, რომლებისგანაც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოპოვებას შეძლებთ.

სასწორი
იყავით მიზანმიმართული, მაგრამ არა აგრესიული. მოერიდეთ ფიზიკურ გადატირთვას. სხვა დღისთვის გადადეთ ქირურგიული ოპერაციები. სანერვიულო მიმატებს სამსახურებრივი რომანის ან ფარული სასიყვარულო კავშირის გამო.

მორიელი
ნუ ხართ სარკასტული და ეჭვიანი. გარშემო მყოფებს მცირე არასრულყოფილება უნდა აპატიოთ. საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. ზოგიერთი ახალ მეგობარს გაიჩენს.

მშვილდოსანი
მოერიდეთ გადაწყვეტილების ცხელ გულზე მიღებას და ავანტიურას. იყავით მეტად დიპლომატიური, ღიმილიანი. გარშემო მყოფები ხშირად შეაქეთ, მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას.

თხის რქა
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა მგზავრობისა და საზღვარგარეთ არსებული ბიზნესის გასაუმჯობესებლად. იყავით საქმიანი, მაგრამ ნურც რომანტიკას დაივიწყებთ.

მერწყული
ინტელექტის გამოვლების საშუალება მოგეცემათ. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხებისადმი. კარგი დღეა მკურნალობის დასაწყებად.

თევზები
ნუ აჩქარდებით, დაკვირვებულად იმოქმედეთ. გაფრთხილდით, რათა არავინ მოგატყუთ. გაერკვიეთ დეტალებში. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
წყარო astrologi.ambebi.ge
  • 3339
    loading...
    11-10-2017, 13:12
    ავტორი: aTTiLa
    დღის ჰოროსკოპი
    ასევე ნახეთ...