შემოგვიერთდით

ვენერა სასწორში: მხოლოდ საუკეთესო

14 ოქტომბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით პლანეტა ვენერა გადადის სასწორის ნიშანში, რასაც მთელი ზოდიაქოს ნიშნებისთის ჰარმონია მოაქვს. სასწორები, ისევე როგორც კუროები იმართებიან სიყვარულის პლანეტის მიერ.

ჰაერის ნიშნები, განსაკუთრებით სასწორები, იგრძნობენ მის მფარველობას. ტყუპებს და სასწორებს გაეზრდებათ შემოსავლები და წარმატებას მიაღწევენ სიყვარულში. ტყუპები მიიღებენ გადაწყვეილებას და შეიძლება ამ პერიოდში ქორწინებასაც ველოდოთ. სასწორი წარმატების მწვერვალს აღწევს, მისი პერსონის მიმართ იზრდება ინტერესი. გარშემომყოფები შეეცდებიან მისგან ყურადღების მიქცევას. მერწყულს შეუძლია წარმატების მიღწევა, თუ სამოგზაუროდ წავა. ვენერა სასწორში ამ ნიშანს ცვლილებებს და პოპულარობას ჰპირდება.

ახალი ნაცნობობა, ძველი მეგობრები და მოკლე ვიზიტები სხვადასხვა ადგილას ცეცხლის ნიშნებს წარმატებას მოუტანთ. ვერძი ბედნიერი იქნება ქორწინებაში, ის მოთმინებას გამოიჩენს საყვარელი ადამიანის მიმართ. ლომი განებივრებული იქნება ყურადღებითა და სიყვარულით. პაემნებმა შეიძლება გამოიწვიოს ქორწინება, ხოლო ქალაქში ვიზიტი ან გამოფენაზე წასვლა ზრდის იმის შანსს, რომ მეორე ნახევარს იპოვით. მშვილდოსნები მიიღებენ საჩუქრებს ძველი მეგობრებისგან. არ არის გამორიცხული ერთად, რამდენიმე რომანტიკული ინტერესი გაგიჩნდეთ.

მიწის ნიშნებს შთააგონებთ სამუშაო. კუროებს და თხის რქებს ეძლევათ კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. კუროს სამუშაოზე შეიძლება მოულოდნელად შეუყვარდეს კოლეგა. ქალწული მიიღებს ძვირადღირებულ საჩუქარს, მან არ უნდა ინერვიულოს ფინანსურ მდგომარეობაზე. ვენერა მოუხსნის ფინანსურ პრობლემებს და მისცემს ფულის სწორად დახარჯვის შესაძლებლობას.

წყლის ნიშნები წარმატებულები იქნებიან საიდუმლო მოლაპარაკებებში, უმჯობესია თუ შეინახავენ გულის საიდუმლოებებს ცნობისმოყვარე თვალისგან. კირჩხიბმა შეიძლება მიიღოს მოგება უძრავი ქონების გაყიდვით ან ყიდვით. იურიდიული პრობლემების გადაჭრაში ნათესავი ან ხელქვეითი დაგეხმარებათ. მას ელის სიყვარული ოჯახში და სასიამოვნო ხარჯები ახლობლებისთვის. მორიელმა არ უნდა დამალოს გრძნობები საყვარელი ადამიანისგან, მაგრამ კარგი იქნება თუ პირად ცხოვრებას საზოგადოებისგან დაიცავთ. თევზები გაისტუმრებენ ძველ ვალებს და ადვილად მიიღებენ ახალ კრედიტებს. ვენერამ თევზებისთვის ნაზი ვნება მოამზადა.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 303
    loading...
    11-10-2017, 19:17
    ავტორი: ნიკა
    დღის ჰოროსკოპი
    ასევე ნახეთ...