შემოგვიერთდით

მამაკაცი-მშვილდოსანი: რას ელოდებით მისგან

მამაკაცი-მშვილდოსანი უპირატესობას ანიჭებს შემთხვევით რომანებს, მას არ მოსწონს ხანგრძლივი ურთიერთობები, რადგან ჰგონია, რომ მათ გამო თავისუფლებას დაკარგავს. პირველი შეხევრისთანავე ის გთავაზობთ ისეთ ურთიერთობას, რომელსაც მომავალში გაიხსენებთ, როგორც ნეტარებას.
თუ გინდათ, რომ მშვილდოსანთან მხოლოდ ერთი შეხვედრით არ დაკმაყოფილდეთ, მაშინ მოემზადეთ დაბრკლებების გადასალახად. პირველ რიგში არაფერი მისცეთ და ამავე დროს დაანთეთ მასში სურვილი. პროვოცირება გაუკეთეთ, მაგრამ არ მისცეთ დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
თუ თქვენ დამაჯერებლად ითამაშებთ ამ როლს, ის თქვენს დაპყრობას შეეცდება და შემდეგ აღარსად წავა, რადგან ჩათვლის, რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდა თქვნს მოსაპოვებლად...


მამაკაცი მშვილდოსანი თქვენთვის არის შექმნილი თუ...
-გიყვართ მოგზაურობა.
-გიყვართ მოულოდნელობები.
-ოცნებობთ ერთხელ მაინც დაიძინოთ მასთან ღია ცის ქვეშ.
-ხართ ბუნებით რომანტიკოსი.
-მოგწონთ მამაკაცები, რომლებთაც აქვთ კარგი ფანტაზია.
-დამოუკიდებელი ხართ და ითხოვთ თქვენი თავისუფლების პატივისცემას.


თავი აარიდეთ მასთან ურთიერთობის დაწყებას თუ...
-ხანდახან სიჩუმეში გინდათ დაჯდომა.
-გეშინიათ აურზაურის.
-სიამოვნებას არ განიჭებთ ჩემოდნების ჩალაგება.
-არ გესმით როგორ შეიძლება მთელი დრო მეგობრებთან გაატარო.
-არ აპირებთ მისი თავისუფლების მოთმენას.
-გინდათ მისი ბოლო პარტნიორი იყოთ.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 261
    7
    11-10-2017, 19:17
    ავტორი: ნიკა
    დღის ჰოროსკოპი
    ასევე ნახეთ...