შემოგვიერთდით

საუკეთესო დიასახლისების Top-5 ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

5 ადგილი-მორიელი
მეხუთე ადგილს სამართალიანად იკავებენ მორიელები, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან არეულობასა და მტვერს. დილით ადრე დგება, თავს იწესრიგებს, მაგრამ მისთვის მთავარი მაინც მისი აზრების მოწესრიგებაა. თუმცა ეს ადვილი არ არის. მედიტაციასთან ერთად მტვერსასრუტს რთავს და სახლს ალაგებს.

4 ადგილი-თხის რქა
ცოტაღა დააკლდათ მათ სამეულში მოხვედრისთვის, თხის რქების შესახებ ჩვენ გარდა იმისა, რომ ისინი ძალიან კარგი დიასახლისები არიან, ვერაფერს ვერ ვიტყვით. თხის რქებს არ აქვთ საიდუმლო, თუ როგორ ახერხებენ სახლში სრული წესრიგის დაცვას. უბრალოდ ოჯახის ყველა წევრს შორის თანაბრად ანაწილებენ მოვალეობებს.

3 ადგილი-კურო
შესანიშნავი დიასახლისები, რომელთა სახლშიც წესრიგი და სისუფთავე მეფობს, ასევე ოჯახის წევრებს ანებივრებენ გემრიელი კერძების მომზადებით. მეორე საქმეა ის, რომ კუროებს ეს მალე ბეზრდებათ, აქ კი უკვე აუცილებელია ზომების მიღება, წინააღმდეგ შემთხვევაში უარესი იქნება. კურო იქამდე დაალაგებს სახლს, სანამ საინტერესო ტექნიკა ექნება ამისთვის.

2 ადგილი-კირჩხიბი
გმირი დიასახლისი: სახლში ყველაფერი ქათქათა თეთრია, ყველაფერი ბრწყინავს. უბრალოდ ერთი უარყოფითი თვისება აქვს ხშირად ეღვრება იატაკზე მომზადებული კერძები.

1 ადგილი-ლომი
საუკეთესო დიასახლისის ტიტული სამართლიანად ერგებათ ლომებს. მათი სახლი გამოიყურება სასახლედ, თუნდაც ის ერთ ოთახიანი ბინა იყოს. მისი მომზადებული წვნიანი ერთი მხრივ ნექტარს ჰგავს, მეორე მხრივ კი ნარკოტიკს, რომელიც ერთი კოვზის გასინჯვისთანავე კიდევ გვინდება.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 309
    10-01-2018, 15:53
    ავტორი: ნიკა