შემოგვიერთდით

ზოდიაქოს ოთხი ნიშნით დაბადებული ქალი, რომელასც სიყვარულს კარიერა ურჩევნია

მართალია, ჩვენს ემანსიპირებულ საუკუნეში, ქალი რომელიც ოჯახურ ცხოვრებასა და კარიერას წარმატებით უთავსებს ერთმანეთს გასაკვირი მოვლენა ნამდვილად აღარ გახლავთ, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით რომ ვიმსჯელოთ, არსებობენ სუსტი სქესის განსაკუთრებულად "ძლიერი" წარმომადგენლები, რომლებიც პროფესიულ სარბიელზე არათუ კარგად ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას, ხშირად მამაკაცებსაც არ უდებენ ტოლს თანამდებობრივ კიბეზე წინსვლის პროცესში და ამ უკანასკნელთათვის, საკმაოდ დიდ და რაც მთავარია, სახიფათო კონკურენტს წარმოადგენენ...


წარმოგიდგენთ საუკეთესო ოთხეულს:


ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, უზომოდ ენერგიულები და აქტიურები არიან. ამიტომ მათთვის საშუალოსტატისტიკური დიასახლისის როლი ძალზე ხშირად აბსოლუტურად მიუღებელი და არადამაკმაყოფილებელია ცხოვრებაში. ასეთი ქალი, ოჯახურ საქმეებსა და შვილების მოვლა პატრონობასაც კი წარმატებით უთავსებს კარიერულ წინსვლაზე ზრუნვას. თუმცა, უფრო ხშირად იგი უკანასკნელს არჩევს და მთლიანად უძღვნის თავს გარკვეულ ასაკამდე პროფესიულ სფეროს. ვერძი ქალები კარგად ითვისებენ მამაკაცურ საქმიანობას, ამიტომ მათი უმრავლესობა ტოლს არ უდებს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ისეთ სფეროში როგორიცაა: საინჟინრო საქმე, საფინანსო სისტემა, იურისპრუდენცია და სხვა.

მორიელი - მოხერხებული, წინდახედული, ეშმაკი და ფრთხილია. ამასთან ერთად, უზომოდ ენერგიული და ამტანი. მას შესანიშნავად ეხერხება ინტრიგების ხლართვა, საკუთარი ემოციების ფლობა და გარშემო მყოფებით მანიპულირება. თუკი სიყვარულმა არ დარია ხელი, ხშირად არაჩვეულებრივ სიმაღლეებს აღწევს კარიერული კუთხით და საკმაოდ სერიოზული, გამოცდილი და დაუნდობელი კონკურენტების ჩამოცილებაც კი მარტივად ეხერხება გზიდან. მისი სისუსტე ემოციებია, ამიტომ როცა იგი ამ მხრივ საკუთარი თავის კონტროლზე აყვანას ახერხებს და გონება წინ უსწრებს გრძნობებს, მორიელი ქალის სახით წარმატებულ პორფესიონალს ვიღებთ, რომელიც იოლად ახერხებს კარიერულ კიბეზე ლავირებას და საკმაოდ მაღალ თანამდებობასაც იგდებს ხელთ.

ლომი - მოთხოვნილება იყოს ყურადღების ცენტრში, რჩევები მისცეს სხვებს და ითვლებოდეს საყოველთაო პატივისცემის ობიექტად, ხშირად უბიძგებს ლომ ქალს ცხოვრებისეულ მიზნად ოჯახის შექმნის გარდა, კარიერული სიმაღლეების დაპყრობაც დაისახოს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები, თანდაყოლილი შარმით, გრაციოზულობითა და საზოგადოებაში ღირსეულად თავდაჭერის უნარით გამოირჩევიან. ლომი ქალის წარმოშობას ვერასოდეს გაიგებთ მისი მანერების მიხედვით. მარტივად რომ ვთქვათ, იგი შესანიშნავად ახერხებს ადგილის დამკვიდრებას მზის ქვეშ, თუნდაც იმ შემთხვევაში როცა გენეოლოგია და ინტელექტი ნაკლებად უწყობს ამ მხრივ ხელს. ამ ქალის მეფური მანერები და სიამაყე ადამიანებს პატივისცემას უღვივებს მის მიმართ. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონებში ძალზე ხშირად ვხვდებით ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ ინდივიდებს. უფროსობა და მართვა, ლომის საყვარელი საქმიანობაა.

თხის რქა მისი ამბიციები მოზომილი, მაგრამ საკმაოდ შთამბეჭდავია. ქალი თხის რქა, პატარა ასაკიდან მიისწრაფვის იმისკენ, რომ ცხოვრება გაიუმჯობესოს, უკეთეს ადგილას გადაინაცვლოს და სოციალურ-ეკონომიური ფონი აიმაღლოს. იგი პატივს სცემს ავტორიტეტებს და ადამიანებს ვინც კარგი წარმოშობით გამოირჩევა. თუმცა, სნობიზმს ხასიათში, თავდაჭერილობის და კარგი მანერების მეშვეობით მალავს. გვერდში მყოფი მამაკაცით თუ არ იამაყა, ოჯახის შექმნას კარიერის მოწყობა ურჩვენია. ამიტომ ამ ქალებს შორის ძალიან ბერვი სუპერპროფესიონალი, ქრონიკული ვორკოჰოლიკი და ბიზნეს-ლედი გვხვდება. თხის რქა მკაცრი, თუმცა შეგნებული ხელმძღვანელია. იგი იშვიათად უწევს ტონს როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. თუმცა, ყოველთვის გააჩნია საკმარისი პრინციპულობა საიმისოდ, რომ ერთხელ აღებულ გეზს არასოდეს გადაუხვიოს.
წყარო: astrologi.ambebi.ge
  • 569
    10-01-2018, 23:44
    ავტორი: aTTiLa