შემოგვიერთდით

ქალწული, როგორ დავქორწინდეთ მასზე

დიდი დრო გავა იქამდე, სანამ მამაკაცი-ქალწული გადაწყვეტს დაქორწინებას. გაცნობის პირველივე დღიდან ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი ფიქრობს ხართ თუ არა ის ერთადერთი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდა... თუმცა, სანამ ის ამაში არ დარწმუნდება ქორწილზე ლაპარაკი არც კი შეიძლება, რომ იყოს. პრაქტიკული გონება ურჩევს მას იყოს ფრთხილად. მისი რჩეულის ხასიათის უარყოფით მხარეებს ის მაშინვე ამჩნევს, ხვდება რომ თუ თავიდანვე მას ისინი აღიზიანებს, მაშინ რაღა უნდა ვთქვათ მომავალ ერთობლივ ცხოვრებაზე...სწორედ ამიტომ ცდილობს დაიცადოს, რაც შეიძლება დიდ ხანს.

ზოგჯერ მას უჩნდება დაქორწინების სურვილი, მაგრამ ქვეცნობიერად მაინც ეწინააღმდეგება ამას. ის მიიჩნევს რომ შემდეგ უკან ვეღარ დაიხევს და დროს ვეღარ დააბრუნებს. მისი გონება ცდილობს რამდენიმე სვლა წინასწარ გათვალოს და პროგნოზირება შეძლოს.

თქვენ სავარაუდოდ ხვდებით თქვენი რჩეულის მოტივებს. თქვენი ამოცანაა დაარწმუნოთ ის, რომ დაქორწინების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ყველაზე ბრძნულია, რაც შეიძლება მან მიიღოს. ურთიერთობის პროცესში, რაც უფრო კარგად გაგიცნობთ, მით უფრო მეტ უარყოფით თვისებას იპოვის თქვენში, ხოლო დადებით თვისებებს კი ყურადღებას თითქმის არ მიაქცევს. ამიტომაც, ეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს მან გადაწყვეტილება დაქორწინების შესახებ. ასევე ეცადეთ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ გარკვეული იდუმალება. ერთი სიტყვით, სანამ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია დრო თქვენს წინააღმდეგ არის!

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 118
    11-01-2018, 17:30
    ავტორი: ნიკა