შემოგვიერთდით

ზოდიაქოს ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვები

ევროპაში და უკვე ჩვენთანაც პოტენციური მშობლები ხშირად გეგმიურ საკეისრო კვეთას ასტროლოგთან კონსულტაციის გავლის შემდეგ გეგმავენ საიმისოდ, რომ მათი პატარას ბედი, უფრო მეტი პოზიტიური მოვლენებით იყოს დატვირთული. თუმცა, იმის მიხედვით, თუ რომელ თვეში ელოდებით ოჯახში მატებას ნებისმიერი ასტროლოგი გეტყვით რამდენად ძნელად აღსაზრდელი ბავშვის მშობელი შეიძლება გახდეთ სამომავლოდ.

ასტროლოგები თვლიან, რომ არსებობენ განსაკუთრებული სიცელქით გამორჩეული ბავშვები, მათ შორის სამი ზოდიაქოს ნიშანი ლიდერობს. შესაბამისად, თუ ჩამოთვლილთაგან ერთბაშად ორის ბედნიერი მშობელი ხართ, გულწრფელად მომილოცავს - თქვენ უკვე იცით, რას ნიშნავს "ნაწრთობი ნერვები

მაშ ასე - ოქროს სამეული, სუპერცელქი პატარებისა ასე გამოიყურება:

ვერძი - ვერძის ზოდიაქოს ცეცხლოვანი მარსი აჯილდოებს უშრეტი ენერგიით და დინამიურობით, ამასთან ერთად პატარა ვერძები ჰიპერაქტიურები და შარიანები არიან. ისინი იშვიათად სწავლობენ ჭკუას შეცდომებზე. შესაბამისად, აზრი არ აქვს მათ დაშინებას ან დასჯას. გახსოვდეთ, რასაც აუკრძალავთ ზუსტად იმას გააკეთებს. აჯობებს მისი ცეცხლოვანი ენერგია სპორტულ სარბიელზე ან ცეკვაზე მიმართოთ. ასე იგი გაცილებით უსაფრთხოდ შეძლებს ბავშვობის წლების მშვიდობიანად გადაგორებას.

მშვილდოსანი - თუკი მშვილდოსნის სიმბოლოს დააკვირდებით, აღმოაჩენთ, რომ ის ნახევრად ცხენი - ნახევრად ადამიანია. ამიტომ თქვენი შვილის დაუღალავი კუნტრუშისა და ხეტიალისკენ მიდრეკილება წესით აღარ გაგიკვირდებათ. ამ ბავშვებს ძალიან უყვართ ცხოველები და სხვადასხვა სახის სიმაღლეებზე ძვრომა. შესაბამისად, როცა სახლში ყველა ავეჯის მაღალ წერტილს დალაშქრავს, გული აუცილებლად გაუწევს იგივე გმირობის ჩასადენად ოღონდ გარეთ. ნუ აუკრძალავთ და რაც მთავარია, ნუ შეგეშინდებათ ამის. მიუხედავად სიცელქისა, მშვილდოსანი იუპიტერის გავლენის გამო გასაოცარი ქუდბედიანობითაც გამოირჩევა. ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, ის აუცილებლად მოახერხებს პრობლემებიდან თავის დახსნას.

მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ბავშვები, როგორც წესი ყოველთვის "ანგელოზის სახით" და გასაოცრად მშვიდი გამომეტყველობით ცელქობენ. ისინი არ განეკუთვნებიან ხმაურიანი და კონფლიქტური პატარების რიცხვს. თუმცა, მხოლოდ მერწყულს შეუძლია დაშალოს ტელევიზორი და მისი ნაწილებით კომპიუტერის გადაკეთება სცადოს, ან - საფრენი აპარატის, დროის მანქანის შექმნა. აქედან გამომდინარე, რაკი თქვენი შვილი მომატებული გონებრივი აქტივობის მქონე ინდივიდია, კარგი იქნება პატარა ასაკიდანვე თუ დაასაქმებთ ნორჩ გამომგონებელთა და კონსტრუქტორთა წრეებში. ასე მისგან ოჯახში ნივთებსაც დაიცავთ და სამომავლოდ, იქნებ ედისონის მსგავსი ნიჭიერი პერსონის მშობელი გახდეთ.
წყარო: astrologi.ambebi.ge
  • 83
    11-01-2018, 23:14
    ავტორი: aTTiLa