შემოგვიერთდით

ზოდიაქოს რომელი ნიშნით იბადებიან ყველაზე გარყვნილი ადამიანები

როგორ გგონიათ ე.წ „ბინძური აზრებით“ თავში ადამიანი იბადება თუ ეს შეძენილი თვისებაა. ასტროლოგები თვლიან, რომ დიახაც ზოდიაქოს ნიშანი განაპირობეს ჩვენში არსებულ გარყვნილების დონეს და ამ მხრივ სამ ზოდიაქოს ნიშანს გამოყოფენ.



კირჩხიბი - ამ "მთვარეულებს" გასაოცარი სიღრმის ემოციური სამყარო და ფანტაზიის უნარი გააჩნიათ. კირჩხიბი შემოვლითი გზების ცოდნის დიდოსტატი და ინტრიგების მამაა. ამიტომ, როგორც ქალი, ისე მამაკაცი კირჩხიბი შეიძლება დახელოვნებული მაცდუნებელი იყოს, ოღონდ კულისებსმიღმა და უსაფრთხოების მკაცრი გარანტიით. მამაკაც კირჩხიბებს ხშირად მიუწევთ გული ასაკით უფროსი ქალებისკენ; ქალი კირჩხიბები კი ოსტატურად აბამენ რომანს პატარა ბიჭებთან. ამასთან ერთად, როგორც ერთ ისე მეორე შემთხვევაში კირჩხიბი უმწიკვლო მეოჯახის, ცოლის/ქმრის და მოქალაქის სტატუსს ინარჩუნებს.

ქალწული - ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ქალწული ჩაკეტილი, ასოციალური და ათასგვარი ტიპის ფობიებისკენ მიდრეკილი ნიშანია. თუმცა, რაღა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არ ვრცელდება ყველა ინდივიდზე, ვინც ამ ზოდიაქოს განეკუთვნება. ქალწულების ხშირად ბავშვობის ასაკიდან ებრძვიან სიმორცხვის კომპლექსს. ამასთან ერთად, მათ აქვს გადამეტებულად პრეტენზიული აღქმა და დეტალების სიზუსტით ყველაფერის ანალიზის უნარი. შესაბამისად, პარტნიორს ბევრი ქალწული ჰიგიენური ნორმების არასწორად დაცვის გამოც ხშირად იწუნებს. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ თავად მათი ამ "გარეგნული სისუფთავის" მიღმა, ხშირად საკმაოდ გარყვნილი ქვეცნობიერი იმალება, რომელსაც ქალწული ფარულ სასიყვარულო რომანებში ხარჯავს.

თხის რქა - ალბათ ერთ-ერთი, ყველაზე "მძიმე არტილერიაა" ამ სამს შორის. მისი იმიჯი, როგორც წესი ყოველთვის უმწიკვლოა, ამასთან ერთად საშინლად ჯიუტი და პრინციპულია. შესაბამისად, ვერავინ მოახერხებს მის სახალხოდ "გამოაშკარავებას" და თუ მოახერხებს კიდეც, თხის რქის შურისძიების საფუძვლიანად უნდა ეშინოდეს. ეს ხალხი ყოველთვის აკონტროლებს ყველაფერს, მათ შორის საკუთარ ფანტაზიას და თავს გარყვნილი ქმედებების უფლებას მხოლოდ მაშინ აძლევენ, როცა დარწმუნებული არიან სიტუაციის სრულ უსაფრთხოებაში. მამაკაც თხის რქებს მოსწონთ ოჯახში მკაცრი ქმრის, ხოლო საყვარელთან მორჩილი პარტნიორის თამაში. ქალი თხის რქები კი ხშირად აბამენ რომანებს ახალგაზრდა ბიჭებთან, რომელთაც ძირითადად ალფონსური ზრახვები ამოძრავებთ, თუმცა თხის რქა სავსებით ობიექტურად აფასებს ამას და პარტნიორებს "ყიდულობს" ისე, როგორც სასურველ მომსახურებას, სარფიანი პირობებით.
წყარო: astrologi.ambebi.ge
  • 247
    9-02-2018, 23:29
    ავტორი: aTTiLa