შემოგვიერთდით

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი 12 -18 თებერვალი

თუკი თქვენ ინტენსიურად ადევნებთ თვალს ჩვენს პროგნოზებს, უკვე გეცოდინებათ რომ 2018 წლის თებერვალი ე.წ „დაბნელებების კორიდორის“ პერიოდია. ჩვენ უკან მოვიტოვეთ უკვე 31 იანვარს მთვარის სრული დაბნელება, თუმცა როგორც ასტროლოგები ხუმრობენ „დაბნელებები ყოველთვის წყვილ-წყვილად დადიან“ და ამჯერად, ზუსტად ამ კვირაზ უწევს არანაკლებ მნიშვნელოვანი და რეზონანსული მოვლენა - მზის დაბნელება მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში. თუკი სტატისტიკური მაჩვენებლებით ვიმსჯელებთ, მთვარის დაბნელება შედარებით რთულად და ემოციურად ქალებს გადააქვთ ხოლმე, ხოლო მზის დაბნელებაზე ბევრად უფრო სენსიტიური კაცობრიობის ძლიერი ნახევარი ხდება. ამიტომ მამაკაცებისთვის გაცილებით უფრო რთული შეიძლება გამოდგეს ეს კვირა ვიდრე ქალბატონებისთვის. ზოგადად კი, ორივე სქესის წარმომადგენლებს გირჩევთ - უახლოესი ერთი კვირა მაქსიმალური სიმშვიდით და წინდახედულებით გაატაროთ. მართალია დაბნელება 15 თებერვალს უწევს, მაგრამ უშუალოდ დაბნელებამდე ორი-სამი დღით ადრე უკვე შეინიშნება მისთვის დამახასიათებელი გავლენა. ადამიანებში მატულობს შფოთვა, ემოციურობა, ხშირად უმისამართო აგრესიის გამოვლენისკენ მიდრეკილებაც.


რაკიღა დაბნელება მერწყულის ნიშანში ხდება და ამ ეტაპზე მზესთან ერთად, მთვარე და მერკურიც ზემოთხსენებულ ნიშანში იქნება განლაგებული ეს იმას ნიშნავს რომ უახლოესი ერთი კვირის მანძილზე განსაკუთრებით აქტუალური იქნება თემები რომელიც კოლექტიურ ურთიერთობებს, მეგობრებთან კომუნიკაციას, პირადი თავისუფლების გამოხატვას და საზღვრებს შეეხება. იყავით მაქსიმალურად დელიკატური, როცა საქმე სხვისი თავისუფლების თემას ეხება. ნუ შეეხებით სხვა ადამიანების დამოუკიდებლობას და ნუ გააკრიტიკებთ ნურავის განსხვავებული აზრებისა და შეხედულებების გამო. მეტი კომპრომისი გამოიჩინეთ თანამშრომლებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში. რაკიღა კვირა იუპიტერისა და მერკურის ნეგატიური ასპექტით იწყება, ნუ გასცემთ ზედმეტ დაპირებებს და აიღეთ საკუთარ თავზე მხოლოდ იმ ტიპის მოვალეობები, რომელსაც დარწმუნებული ხართ რომ სამომავლოდ უპრობლემოდ გაართმევთ თავს. ზოგადად ეს კვირა დაუგეგმავი მოვლენებისა და ინცინდენტების კვირა იქნება. მოსალოდნელია ასევე ფინანსური შეფერხებები და გაუგებრობებიც. რის გამოც სასურველია ნებისმიერ საკითხში იქონიოთ სათადარიგო გეგმა.


ამ კვირის მანძილზე ძალზე დიდია ალბათობა იმისა, რომ გაუგებრობებსა და ავანტურულ სიტუაციებში აღმოჩნდეთ ჩათრეული. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იქნება 17 თებერვალი. ამასთან ერთად მატულობს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ალბათობები. შესაბამსად რაკი კვირის მიწურულია და ბევრი ჩვენგანისთვის დამახასიათებელია თავი ალკოჰოლის გარკვეული დოზით გაინებივროს დამღლელი სამუშაო კვირის მერე, სასურველია თუკი სიფრთხილით მოეკიდებით სასმელის დოზას.


კვირის ბოლოს ცაზე უკვე მთელი სტელიუმი იქნება წარმოდგენილი ამჯერად თევზების ზოდიაქოში. მათ შორის მზეც, უკვე გადაინაცვლებს მერწყულიდან თევზებში. რაც იმას ნიშნავს, რომ იწყება ერთთვიანი მნიშვნელოვანი პერიოდი. რომლის დროსაც ბევრი ჩვენგანი ჩაუღრმავდება საკუთარ თავს, გაანალიზებს წარსულის შეცოდმებს და სამომავლოდ - მაშინ როცა მზე უკვე ცეცხლოვანი ვერძის ნიშანში გადანაცვლებს მარტის მეორე ნახევრიდან, ახალი ფურცლითა და ახალი შემართებით შეეგებება გაზაფხულს.

იღბალს, ღიმილს და წარმატებებს გისურვებთ!
წყარო: astrologi.ambebi.ge
  • 406
    11-02-2018, 23:53
    ავტორი: aTTiLa