შემოგვიერთდით

2018 წლის ჰოროსკოპი ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის

ვერძი
პირველი ნიშნის წარმომადგენლები 2018 წელს იქნებიან განსაკუთრებით ენერგიულები და წარმატებულები. მთავარი ინსტრუმენტი, რითაც ვერძები წარმატებას მიაღწევენ, ეს მათი ძალაა. თქვენ ვერაფერი შეგაჩერებთ. ეს თვისება კი დაგეხმარებათ ნებისმიერ სფეროში ლიდერი გახდეთ.

კურო
კუროებს 2018 წელს ყვითელმა ძაღლმა მოუმზადა დასვენების პროგრამა: სრული სიმშვიდე, წარმატება საქმიანობაში. თუმცა თებერვალში ჯობს თავშეკავება გამოავლინოთ თქვენს ხელმძღვანელებთან. ვარსკვლავები რეკომენდაციას გაძლევენ, რომ არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა.

ტყუპები

ტყუპები 2018 წელს ეცდებიან წარმატების მიღწევას, მაგრამ როგორც ამბობენ ყველა ფრონტზე. თქვენი დაუღალავი ბუნება უბრალოდ არ მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ დაკავდეთ ერთი საქმით. 1 აპრილს მოგეცემათ შესაძლებლობა თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ხოლო ივლისი იქნება საუკეთესო თვე, როდესაც კარგი იქნება რაიმე ახალი საქმიანობის წამოწყება.

კირჩხიბი
კირჩხიბებს მარტო ყოფნა არ მოუწევთ. ყვითელი ძაღლი ყველაფერს გააკეთებს, რომ ის ქუჩაში გავიდეს და იმ მოვლენების ცენტრში მოექცეს, რომლებიც მას ბედნიერებას მოუტანს. ურთიერთობა, ახალი ემოციები, მოგზაურობა, ეს ის ყველაფერია, რაც თქვნს ცხოვრებაში ამ წელს დიდ ადგილს დაიკავებს.

ლომი
ლომებს ყვითელი ძაღლის წელიწადს ყველაზე მეტად დასჭირდებათ საზოგადოებასთან ურთიერთობა და მათგან ყურადღება. ეს სურვილი უნდა დაიკმაყოფილონ, შემდეგ კი უნდა დაკავდენენ სოციალურ აქტივობებში ჩართვით. ლომები დარწმუნებულები უნდა იყვნენ, რომ იმ შემთხვევაშიც თუ ისინი არ დახარჯავენ განსაკუთრებულ ძალიხმევას ყურადღების ცენტრში მაინც იქნებიან.

ქალწული
2018 წელი ხელსაყრელი პერიოდი იქნება ქალწულებისთვის. თქვენ შეძლებთ მთელი პოტენციალის რეალიზებას. თქვენი თანამგზავრი გახდება წარმატება, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი შრომისმოყვარეობა.

სასწორი
ყვითელი ძაღლის ფავორიტი ნიშანი სასწორია. სწორედ თქვენ შეძლებთ 2018 წელს მიაღწიოთ სერიოზულ შედეგებს. აქედან გამომდინარე არ ღირს თქვენში ენთუზიაზმის გაქრობა და რუტინული ცხოვრებით ცხოვრება. პირიქით თქვენ უფრო მეტს მიაღწევთ თუ მოძებნით არატრადიციულ გზებს. უკვე 2018 წლის პირველ თვეებში თქვენი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება უკეთესობისკენ.

მორიელი
მორიელის ცხოვრებაზე 2018 წელს მნიშვნელოვან გავლენას იუპიტერი მოახდენს. ეს განსაზღვრავს მთელი 12 თვის ხასიათს, გახდის მათ განსაკუთრებით ემოციურს, ვნებიანებს. არ იქნება გასაკვირი თუ შეცდომებს დაუშვებს, რადგან რაღაცას ემოციურობის ფონზე გააკეთებთ. თქვენ შეძლებთ მომავალ წელს წარმატებების მიღწევას, განსაკუთრებით კი ბევრს მიაღწევთ აპრილში.

მშვილდოსანი
ყვითელი ძაღლის წელი მშვილდოსნებს ურჩევს სწორად გადაანაწილონ პრიორიტეტები იმ საქმიანობებზე, რომლითაც სურთ დაკავდნენ. არ ღირს ერთდროულად ყველაფრის გაკეთება, ამისთვის უბრალოდ დრო არ გეყოფათ, თორემ თქვენს შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება.

თხის რქა
თხის რქა და ყვითელი ძაღლი ერთ ტალღაზე არიან მოწყობილნი. ამიტომაც ის სფერო რაც გაინტერესებთ წარმატებას მოგიტანთ. იმის ალბათობა, რომ სამსახურში დაგაწინაურებენ საკმაოდ დიდია. ეს არის ხელსაყრელი პერიოდი იმისთვის, რომ დაქორწინდეთ.

მერწყული
მერწყულები 2018 წელს უფრო მეტად შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობით იქნებიან დაკავებულნი. წარმატებას შეიძლება ელოდოთ იმ საქმიანობაშიც კი, რომლითაც დაკავებული ხართ თავისუფალ დროს. მხატვრებს, მწერლებს, მუსიკოსებს შეუძლიათ ეჭვი არ შეეპაროთ იმაში, რომ მათ საზოგადოება დააფასებს.

თევზები
თევზებისთვის 2018 წელს მთავარი ინსტრუმენტი გახდება მოთმინება. ნებისმიერ საქმიანობაში ღირს მოუსმინოთ ინტუიციას და პირველი ექვსი თვე რაიმე გადამწყვეტი ნაბიჯი არ გადადგათ. არ არის გამორიცხული, რომ მაისში თქვენ მოგიწევთ რთული არჩევანის გაკეთება. ხოლო წლის მეორე ნახევარი საუკეთესო დროა სწრაფი მოქმედებისთვის.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი
  • 590
    11-01-2018, 17:29